ქოუჩინგი

რა არის ქოუჩინგი?

ქოუჩინგი (coaching) არის ტერმინი, რომელიც დღეისათვის სხვადასხვა კონტექსტში და სრულიად სხვადასხვაგვარი მნიშვნელობით გამოიყენება.  საწყისი მნიშვნელობით ქოუჩი (coach) ნიშნავს ეტლს, ეკიპაჟს. ეს უნგრული წარმოშობის სიტყვაა და ინგლისურ ენაში 1556 წლიდან გვხვდება. სიტყვის საწყისი მნიშვნელობა სიმბოლურად კარგად გადმოგვცემს ქოუჩინგის არსს: ეტლი დამხმარე საშუალებაა ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილებისათვის და მიზნის მისაღწევად. ქოუჩინგი იგივეა რაც  გამოცდილ ხელში ჯადოსნური ინსტრუმენტი.  
ქოუჩინგს საფუძვლად ედება მასწავლებლის მიერ საკუთარი თავის შესახებ რეალისტური წარმოდგენა, რომლის შექმნაც შესაძლებელია იმ კომპეტენტურ პარტნიორთან ერთად, რომელიც კარგად ერკვევა თუ როგორ უნდა დაეხმაროს მეორე ადამიანს სწავლასა და განვითარებაში, იპოვოს საკუთარი თავში მდიდარი შესაძლებლობები.
ქოუჩი  კარგი მეგობარი და პარტნიორია.როგორც ინდივიდუაური ქოუჩინგი, ასევე ტრენინგი არის ქოუჩის (ტრენერის) კონსულტაცია ”ერთი ერთზე” .ის თანაბარი პოზიციიდან ეხმარება  მასწავლებელს.

ქოუჩის ზოგადი ფუნქციებია:

  • დროული და სათანადო რჩევითა თუ ტრენინგით უზრუნველყოფა.
  • მასწავლებელთან ერთად სასწავლო აქტივობების თანა-დაგეგმვა.
  • მასწავლებლებზე დაკვირვება და სასწავლო აქტივობებზე რეფლექსიის ხელშეწყობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий